თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისში, თავისუფლების მოედანზე სასტუმროს მშენებლობისას დაშავებული სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ერთ-ერთი დაშავებული ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული. ექიმ თეონა ხუჭუას თქმით, 21 წლის მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მოტეხილობა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, მარჯვენა იდაყვის ამოვარდნილობა. ამ ეტაპზე, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ექიმი.

კიდევ ორი დაშავებული „ამტელის“ კლინიკაშია მოთავსებული. ექიმ ნოე ბერიშვილის თქმით, დაშავებულებს მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

„ორივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ტვინის შერყევა აქვს“, – აცხადებს ექიმი.

შემთხვევა თავისუფლების მოედანზე, „პანორამა თბილისის“ ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.