თავისუფალი ჭიდაობა | ვლადიმერ გამყრელიძე ოლიმპიადაზე დამარცხდა, მაგრამ ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ხალიჩაზე პირველი დღეს ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) გავიდა.
ქართველმა მერვედფინალში უზბეკ შაპიევთან წააგო და მისი ფინალში გასვლის შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის საბრძოლველად რეპეშაჟში გადაერთვება.
გამყრელიძემ ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მიმდინარე წლის მაისში სტამბოლის საერთაშორისო ტურნირზე მოიპოვა.