თავისუფალი ჭიდაობა - საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა - საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე იასპარეზებს #1TVSPORT

აშშ-ის ქალაქ კორალვილში მსოფლიო თასის გათამაშება 10-11 დეკემბერს გაიმართება. თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ხუთ საუკეთესო გუნდს შეჯიბრებაზე მსოფლიო ნაკრები დაემატება. მსოფლიო ნაკრები კი იმ ქვეყნების ვარსკვლავებით დაკომპლექტდება, რომლებიც საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვდნენ. კორალვილში მასპინძელი აშშ-ს, საქართველოს, ირანის, იაპონიისა და მონღოლეთის ნაკრებები გამოვლენ. ექვსი გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდება. ჩვენი ნაკრები ირანსა და მსოფლიოს ნაკრებთან ერთად გამოვა, მეორე ჯგუფში კი აშშ, იაპონია და მონღოლეთი იქნებიან.

საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი

61 კგ – თეიმურაზ ვანიშვილი

65 კგ – ბექა ლომთაძე

70 კგ – ზურაბ იაკობიშვილი

74 კგ – გიორგი სულავა

79 კგ – ვლადიმერ გამყრელიძე

86 კგ – ტარზან მაისურაძე

92 კგ – მირიან მაისურაძე

97 კგ – გივი მაჭარაშვილი

125 კგ – გენო პეტრიაშვილი