თავისუფალი ჭიდაობა | გოგა ოთინაშვილი და რამინ გულიტაშვილი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ #1TVSPORT
სერბეთში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ორ ქართველ ფალავანს, გოგა ოთინაშვილს (70 კგ) და რამინ გულიტაშვილს (97 კგ) ბრინჯაოს მედლების მოსაპოვებლად ერთი გამარჯვება სჭირდებათ.
ნიკა ზანგალაძე (57 კგ) და ზურაბ აბალაკი (65 კგ) კი რეპეშაჟის ნახევარფინალში იჭიდავებენ და, შესაბამისად, ორ-ორი მოგება დასჭირდებათ საპრიზო სამეულში მოსახვედრად.
შეგახსენებთ, რომ სერბეთში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე (63 კგ). კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე კი თორნიკე მიქელაძე (77კგ) და რატი ხოზრევანიძე (67კგ) გავიდნენ.