თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძეს ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ერთი მოგება სჭირდება # 1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძეს ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ერთი მოგება სჭირდება # 1TVSPORT

თავისუფალ ჭიდაობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების სამი წევრი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგან ახალგაზრდა გამყრელიძეს ლიცენზიის მოპოვებამდე ერთი მოგება აშორებს.

ქართველი შეჯიბრების ნახევარფინალში დამარცხდა, დღეს კი ბრინჯაოს მედლისთვის რუმინელ მეტოქეს მარტივად მოუგო, ე.წ. „ბრინჯაოს ფინალში“ გადავიდა და იქ წარმატებული გამოსვლის შემთხვევაში ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.

შეხვედრა თბილისი დროით 20:00 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ დღემდე პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ხუთ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილსა და რამაზ ზოიძეს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.