თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძე ოლიმპიადის საგზურის მოპოვების შანსს ინარჩუნებს #1TVSPORT
სტამბოლში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოსაპოვებლად თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების სამი წევრი – რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ასპარეზობდნენ, რომელთაგან ლიცენზიის მოპოვების შანსს მხოლოდ ახალგაზრდა გამყრელიძე ინარჩუნებს.
ქართველმა შეჯიბრების ნახვარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც დამარცხდა და დღეს ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. გამყრელიძე გამარჯვების შემთხვევაში ე.წ „ბრინჯაოს ფინალში“ გადავა და იქ წარმატებული გამოსვლით ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.
აღსანიშნავია, რომ დღემდე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მხოლოდ ხუთ ქართველ მოჭიდავეს აქვს მოპოვებული – ბერძნულ-რომაულში რობერტ კობლიაშვილს და რამაზ ზოიძეს, თავისუფალ ჭიდაობაში კი გოდერძი ძებისაშვილს, გივი მაჭარაშვილსა და გენო პეტრიაშვილს.