თავისუფალი ჭიდაობა | ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე 10 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე 10 ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

ალექსანდრიაში მიმდინარე საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს და ხვალ გათამაშდება მედლები. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 10 სპორტსმენით გამოვა.

შემადგენლობა

57 კგ – ბექა ბუჯიაშვილი და რობერტ დინგაშვილი

61 კგ – შოთა ფარტენაძე

65 კგ – ედემი ბოლქვაძე

70 კგ – გიორგი ელბაქიძე

79 კგ – ავთანდილ კენჭაძე და ევსემი შველიძე

86 კგ – ტარიელ გაფრინდაშვილი

92 კგ – მირიან მაისურაძე

97 კგ – გივი მაჭარაშვილი

74 და 125 კილოგრამ წონით კატეგორიებში საქართველოს ნაკრებს მონაწილე არ ეყოლება.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრიაში გუშინ დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტეში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.