თავისუფალი ჭიდაობა | 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 10 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
ბაქოში 24-27 მაისს თავისუფალ ჭიდაობაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, სადაც მედლების მოსაპოვებლად 10 ქართველი ფალავანი იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
57 კგ – ლუკა ღვინჯილია
61 კგ – დავით აბდალაძე
65 კგ – გიორგი შონია
70 კგ – დავით ფაცინაშვილი
74 კგ – ლუკა ჩხიტუნიძე
79 კგ – ოთარ ადეიშვილი
86 კგ – თამაზ ნიკოლეიშვილი
92 კგ – ანდრო მარგიშვილი
97 კგ – მერაბ სულეიმანიშვილი
130 კგ – სოლომონ მანაშვილი
შეგახსენებთ, რომ ბაქოში დასრულებულ 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენმა ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის ჩემპიონები გიორგი თოხაძე (55 კგ) და გიორგი ჩხიკვაძე (72კგ) გახდნენ, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) – ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი ცოფურაშვილი (130 კგ) და დიეგო ჩხიკვაძე (67კგ) კი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.