თავისუფალი ჭიდაობა | 17 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
სერბეთის ქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დღეს ფინალისტები ოთხ წონით კატეგორიაში: 57, 74, 79 და 97 კილოგრამებში გამოვლინდებიან.
საქართველოს ნაკრების სახელით რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ). იასპარეზებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო პირველობის სასტარტო დღეს, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტურნირის ფინალში გავიდა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.
ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.