თავისუფალი ჭიდაობა | 17 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატზე ოთხი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT

11:09, 17.09.2023

სერბეთის ქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, დღეს ფინალისტები ოთხ წონით კატეგორიაში: 57, 74, 79 და 97 კილოგრამებში ​გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრების სახელით რობერტ დინგაშვილი (57 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ). იასპარეზებენ.

საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება, ნახევარფინალები კი 18:45 გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, მსოფლიო პირველობის სასტარტო დღეს, გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ტურნირის ფინალში გავიდა და პარიზის ოლიმპიადის ლიცენზია გაინაღდა, შოთა ფარტენაძე (61 კგ) კი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატზე, მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთ უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.

მსგავსი