თავისუფალი აგენტები გახდნენ - ჯიღაურმა და ტეიდიმ ბათუმის „დინამო“ დატოვეს #1TVSPORT
თავისუფალი აგენტები გახდნენ - ჯიღაურმა და ტეიდიმ ბათუმის „დინამო“ დატოვეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტის სიტყვები უკვე დასტურდება – გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი უკვე ორმა მოთამაშემ დატოვა – ბენჟამინ ტეიდმა და ჯაბა ჯიღაურმა

პოპულარული ვებგვერდის, „ჯეო თიმის“ ცნობით, ხუთწლიანი აჭარული კარიერის შემდეგ, ბათუმის „დინამო“ ბენჟამინ ტეიდმა დატოვა. 28 წლის ნიგერიელი ნახევარმცველის ქართული კარიერა 2012 წელს „გაგრაში“ დაიწყო. შემდეგ ითამაშა მარნეულის „ალგეთში“, ხონის „იმერეთში“, მარტვილის „მერანში“. 2018 წელს მცირე ხნით ლატვიურ „ლიეპაიაში“ გადავიდა, მაგრამ მალევე საქართველოში დაბრუნდა. იმავე წელს ბათუმის „დინამოში“ ჩაირიცხა და გუნდთან ერთად სამჯერ გახდა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი, ერთხელ კი ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი.

გამოცდილი შემტევი ჯიღაური „დინამო თბილისის“ აღზრდილია, სადაც 2010-2016 წლებში თამაშობდა. 2013-2015 წლებში საჩხერეს „ჩიხურაში“ იჯარით თამაშობდა, შემდეგ იყო ჩრდილომაკედონიურივარდარი“ (2016-2018), ყაზახური „ორდაბასი“ (2018), ფრანგული „გრენობლი“ (2018/2019), ხოლო ბათუმის „დინამოში“ 2019 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.

ორივე მათგანი თავისუფალი აგენტი გახდა და ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს. სად გააგრძელებენ ჯიღაური და ტეიდი კარიერას, უცნობია.