ტაშკენტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ვერც მეორე დღეს მოიპოვეს #1TVSPORT
ტაშკენტის გრანდ სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა მედლები ვერც მეორე დღეს მოიპოვეს #1TVSPORT

ტაშკენტში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში დღეს ტატამზე სამი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა.

73 კგ-ში მოასპარეზე ფრიდონ გიგანმა პირველი შეხვედრა მოიგო ყირგიზ ძიუდოისტთან, მაგრამ სამწუხაროდ მეორე ორთაბრძოლაში ბელგიელ სპორტსმენთან დამარცხდა და გამოეთიშა ტურნირს. ასევე მედლისთვის ბრძოლას დაემშვიდობა გიორგი შერაზადიშვილიც (81), მან პირველივე დაპირისპირება დათმო ტაჯიკ მოწინააღმდეგესთან.

დღეს ტაშკენტის გრანდ სლემზე გამოვიდა ჩვენი ქალი ძიუდოისტი მარიამ ჭანტურია (70), რომელიც უზბეკ სპორტსმენთან პირველ შეხვედრაში გამარჯვების მერე, იაპონელ ძიუდოისტთან დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

ხვალ, ტურნირის დასკვნით დღეს საქართველოსთვის პირველი მედლის მოპოვებას -90 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი და უშანგი მარგიანი, 100 კგ-ში გიორგი ჩიქოვანი, +100 კგ-ში ადამ ოქრუაშვილი, 78 კგ-ში სოფიო სომხიშვილი შეეცდებიან.