ტაშკენტის გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 3-5 მარტს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრანდ სლემზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე ათი სპორტსმენია (რვა კაცი, ორი ქალი) დარეგისტრირებული. კაცთა ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ხოლო 90 და 100 კგ-ები გაორებული იქნება.
საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ.), ლევან გუგავა (81 კგ.), ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი (ორივე – 90 კგ.), ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე – 100 კგ.), გელა ზაალიშვილი (+100 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.).