დიმიტრი გოჩილაიძე თბილისის გრანდ სლემის ნახევარფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს დიმიტრი გოჩილაიძე ნახევარფინალში იჭიდავებს (81 კგ). 23 წლის ქართველმა ფრანგი არეგბა დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ფინალში გასასვლელად ყაზახ ზუბანაზარს დაუპირისპირდება.

ამავე წონაში ზაურ დვალაშვილმა მეოთხედფინალში ბაჰრეინის წარმომადგენელ გერბეკოვთან წააგო და რეპეჟაშიდან შეეცდება ბრინჯაოს მედლის მოპოვებას.

ტურნირზე 73 კგ-ში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილი და კოტე კაპანაძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ახალგაზრდა ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტურან ბაირამოვთან დაძაბულ ორთაბრძოლაში წააგო.

17:00 – ფინალური ბლოკი