ტარიელ კაკაბაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალდების დასკვნაშია 
ტარიელ კაკაბაძე - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე ბრალდებამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალდების დასკვნაშია 

ჩვენი მოლოდინია და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომელიც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, – ამის შესახებ თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

„დასრულდა საქმის განხილვა, მოსამართლე გავიდა სათათბიროდ, ხვალ, დილის 11:00 საათზე სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს და ჩვენ გავიგებთ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს“, – განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

ამასთან, მისი შეფასებით, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების დასკვნაში.

„ჩვენი მოლოდინია და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რაც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდებამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების დასკვნაში. იმის ნაცვლად, რომ დადგენილიყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, პირიქით, გამოირიცხა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არის ჭეშმარიტებასთან შესაბამისი“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი ხვალ გამოცხადდება.