თამარ კორძაია – საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს არ აპატიებს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა დატოვა
საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილს იმას არ აპატიებს, რომ მან საქართველოს მოქალაქეობა დატოვა, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამართლებრივად ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერთვება.
„ჩემთვის ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მან დათმო მოქალაქეობა. აქედან გამომდინარე, წმინდა სამართლებრივად ქართულ პოლიტიკაში ვერ ჩაერთვება. საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა მას სწორედ იმას არ აპატიებს, რომ დატოვა მოქალაქეობა. მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, იყოს პოლიტიკურად აქტიური, აკეთებს მოწოდებებს, მაგრამ რამდენად შედეგიანი იქნება, ხვალ და ზეგ გამოჩნდება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.