თამარ კორძაია - ცალმხრივი ინფორმაცია არასოდეს არ არის სანდო, კეთილი ინებონ, შექმნან სისტემა, რომელიც მე-18 დაწესებულებაში ვითარებასთან დაკავშირებით მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს
თამარ კორძაია - ცალმხრივი ინფორმაცია არასოდეს არ არის სანდო, კეთილი ინებონ, შექმნან სისტემა, რომელიც მე-18 დაწესებულებაში ვითარებასთან დაკავშირებით მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ შეაფასა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის დღევანდელი განცხადება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმების ჯგუფი ყოველდღიურად გააკეთებს განმარტებებს.

როგორც კორძაია ამბობს, ცალმხრივი ინფორმაცია არასოდეს არ არის სანდო და მას არავინ ენდობა. თამარ კორძაიას თქმით, უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც მე-18 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს.

„ფრანსუა მიტერანის პირადი ექიმი ყოველდღიურად ავრცელებდა ინფორმაციას ფრანსუა მიტერანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მთელმა საფრანგეთმა იცოდა, რომ ფრანსუა მიტერანი იყო აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა ექიმმა გაავრცელა მემუარები, სადაც წერდა, რომ წლების განმავლობაში საფრანგეთის პრეზიდენტი იტანჯებოდა სიმსივნით. თუ რატი ბრეგაძე გვპირდება, რომ ციხის ექიმები ამ ინფორმაციას ყოველდღე გაავრცელებენ, ეს შეიძლება ზუსტად იგივე შემთხვევა იყოს, რაც მოვიყვანე საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამიტომ ცალმხრივი ინფორმაცია არასოდეს არ არის სანდო და მას არავინ ენდობა. კეთილი ინებონ და შექმნან სისტემა, რომელიც მრავალმხრივ მონიტორინგს უზრუნველყოფს მე-18 დაწესებულებაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.