თამარ გაბუნია განმარტავს, რომელი ვაქცინებით არის შესაძლებელი ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება
თამარ გაბუნია განმარტავს, რომელი ვაქცინებით არის შესაძლებელი ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რომელი ვაქცინებით არის შესაძლებელი ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთება.

„პირს, რომელიც აცრილია „სინოფარმის“ და სინოვაკის“ ვაქცინით, ბუსტერ დოზისთვის შეუძლია გამოიყენოს „სინოფარმის“, „სინოვაკის“ ან „ფაიზერის“ ვაქცინა. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინირებულ პირებს კი, 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზის გაკეთება „ფაიზერის“ ვაქცინით შეუძლიათ. რაც შეეხება „ფაიზერის“ დოზით ვაქცინირებულ პირებს, მათთვის კვლავ „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებაა რეკომენდებული. 60 წლის ზემოთ პირები კი, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, ბუსტერ დოზის გაკეთება მეორე აცრიდან, 3-დან 6 თვემდე ინტერვალში შეეძლებათ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთება ხვალიდანაა შესაძლებელი.

ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრა 18 წლის ასაკის ზემოთ ნებისმიერ პირს შეეძლება.