თამარ ჩუგოშვილი – სექსუალური ძალადობისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად თანამდებობისა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ძალიან მძიმე იყო მასმედიის საშუალებით სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა.
„ძალიან მძიმე იყო გუშინ, მასმედიის საშუალებით, გავრცელებული ინფორმაციის მოსმენა, სექსუალური ძალადობის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით.
სექსუალური ძალადობისგან და შევიწროებისგან დაცვის საშუალებები შექმნილია, ხოლო კანონის წინაშე ყველა თანასწორია და თითოეული მოძალადე უნდა დაისაჯოს, განურჩევლად მისი თანამდებობრივი კუთვნილებისა.
სამართალდამცავებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ შემთხვევა და მოახდინონ ადეკვატური რეაგირება“, – წერს თამარ ჩუგოშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.