თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს თაობაზე USAID-ის მიერ გაკეთებული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია
თამარ ჩუგოშვილი - საქართველოს თაობაზე USAID-ის მიერ გაკეთებული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საქართველოს თაობაზე USAID-ის მიერ გაკეთებული შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ჟურნალისტებს ჩუგოშვილმა განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები USAID-ის მეშვეობით საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს.

„ანგარიშით თანამშრომლობა პოზიტიურად არის შეფასებული და გამოყოფილია ის მიმართულებები, რითაც ამერიკა საქართველოსთვის მხარდაჭერის გაგრძელებას აპირებს. კერძოდ, სოფლის მეურნეობა, განათლების რეფორმა, ეკონომიკის განვითარება. ჩვენი ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროებია და კარგია, რომ აქცენტები ამ თემებზეა გაკეთებული”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

USAID-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი ინდიკატორების მიხედვით მაღალი შეფასება მისცა.