თამარ ჩუგოშვილი - სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას მოჰყვა
თამარ ჩუგოშვილი - სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას მოჰყვა

სამწუხარო და სამარცხვინოა იმ შეფასებების ნახვა, რომლებიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან მოჰყვა პირველი ქართველი ქალი მაშველების გამოჩენას ბათუმის სანაპირო ზოლზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

მისი თქმით, ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული მიდგომების სიმძიმესა და სიახლისადმი არამიმღებლურ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქალებს ეხებათ.

„მინდა, გოგონებს მადლობა გადავუხადო ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში ჩართვისთვის და ვუსურვო წარმატებები. ძალიან მაგრები ხართ“, – წერს თამარ ჩუგოშვილი.

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ქალი მაშველები იმუშავებენ. მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.