შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველი ქალები იმუშავებენ
შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველი ქალები იმუშავებენ

2019 წლის საზღვაო სეზონზე პირველად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ქალი მაშველები იმუშავებენ.

გოგონები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან და წყალზე სამაშაშველო ღონისძიებების სპეციფიკას ეცნობიან.

„საზღვაო აკადემიაში ვსწავლობ, პროფესია მაქვს ისეთი, რომ ზღვასთან მექნება სულ კონტაქტი, ეს იყო ჩემთვის გამოწვევა პირველ რიგში, რომ გადაარჩინო სხვისი სიცოცხლე და დაამსხვრიოს სტერეოტიპები. გავიარე ფიზიკური მომზადების სრული კურსი, საჭირო მომზადება და დარწმუნებული ვარ, შევძლებ“, – ამბობს მაშველმა ქრისტინე დიდმანიძემ.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონურ მაშველთა შორის იქნება 20-მდე ქალი მაშველი. მათი მოვალეობა იქნება პლაჟზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.