თამარ ჩუგოშვილი - რუსი სამხედროების მიერ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრება მცდელობაა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს
თამარ ჩუგოშვილი - რუსი სამხედროების მიერ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრება მცდელობაა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს

რუსი სამხედროების მიერ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრება მცდელობაა, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, შექმნას დამატებითი არეულობა ქართულ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.​

„რუსი სამხედროების მიერ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრება იმ პროვოკაციული ქმედებების გაგრძელებაა, რომლებსაც რუსეთიდან მუდმივად ვიღებთ. ჩემთვის საყურადღებოა, რომ როდესაც პოლიტიკურად ძალიან გამწვავებული პერიოდი გვაქვს, მეორე ტური, ცხარე პოლიტიკური დებატები, მაშინ მტრის მხრიდან ასეთი ნაბიჯები ხდება. ეს იმის მცდელობაა, რომ დამატებითი დისონანსი და დაძაბულობა შემოიტანოს, შექმნას დამატებითი არეულობა ქართულ პოლიტიკურ და არაპოლიტიკურ სივრცეში. ძალიან მძიმეა. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ის უნდა გავაგრძელოთ. ქვეყანაში სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებაში უნდა ავტეხოთ განგაში, როგორც ვაკეთებთ ხოლმე, რათა მარტო არ ვიყოთ ძალიან დიდ და მძიმე ჩრდილოელ მოსაზღვრესთან დაპირისპირებაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რუსი სამხედროები ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრებას აგრძელებენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დამატებითი მავთულხლართების დამონტაჟებით, საოკუპაციო ძალა ცდილობს, ხელოვნურად ხელი შეუშალოს მოსახლეობას გადაადგილებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში.