რუსი სამხედროები ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრებას აგრძელებენ
რუსი სამხედროები ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის გამაგრებას აგრძელებენ

რუსი სამხედროები საოკუპაციო ზოლის გამაგრებას აგრძელებენ. დამატებითი მავთულხლართები საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ხურვალეთსა და ოკუპირებულ სოფელ ჯუკაანთ კარს შორის დაამონტაჟა. დაახლოებით 50 მეტრის მანძილზე, იმ ადგილზე, სადაც 2008 წლის შემდეგ ე.წ. გამყოფი ზოლი მავთულებით იყო დაფიქსირებული.

ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ დამატებითი მავთულხლართების დამონტაჟებით საოკუპაციო ძალა ცდილობს, ხელოვნურად ხელი შეუშალოს მოსახლეობას გადაადგილებასთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში.