თამარ ჩუგოშვილი - პროკურატურამ ისე უნდა წარმართოს პროცესები, ია კერზაიას ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული
თამარ ჩუგოშვილი - პროკურატურამ ისე უნდა წარმართოს პროცესები, ია კერზაიას ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული

პროკურატურამ სათანადო ინფორმირება მოახდინოს ია კერზაიას ოჯახის ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ საქმესთან დაკავშირებით სამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული.

„როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვთ განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს არის ძალიან სამწუხარო. პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიინი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა,როდესაც ოჯახის წევრს ჩრჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ქალაქ ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება – დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.  საქმე ეხება ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.

ბაჩანა შენგელიას შეფასებით, პროკურატურამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საქმე არ გამოეძიებინა. ის აპირებს, სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს.