თამარ ჩუგოშვილი - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიში აჩვენებს, რა მიმართულებით აქვს საქართველოს სამუშაო, რათა პარტნიორებთან მდგომარეობა გაიმყაროს
თამარ ჩუგოშვილი - „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიში აჩვენებს, რა მიმართულებით აქვს საქართველოს სამუშაო, რათა პარტნიორებთან მდგომარეობა გაიმყაროს

ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიში აჩვენებს, რა მიმართულებით აქვს საქართველოს სამუშაო, რათა პარტნიორებთან გაიმყაროს მდგომარეობა, რომელიც ახლა საკმაოდ შერყეულია​, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა.

„ვინაიდან ეს ორგანიზაცია ერთ-ერთი გავლენიანია ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები, რომელსაც გამოყოფს, რადგან ამით ჩვენ ფაქტობრივად ვხვდებით, რა იქნება მთავარი აქცენტები ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხრიდან. ამ პრიორიტეტებში არის საარჩევნო გარემო და ასევე სხვა ჩამონათვალებიდანაც ვხვდებით, რა მიმართულებით აქვს ქვეყანას სამუშაო, რათა პარტნიორებთან გაიმყაროს მდგომარეობა, რომელიც ახლა საკმაოდ შერყეულია“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.