თამარ ჩუგოშვილი - ძალადობრივი დანაშაულებისთვის დაკავებულების შეწყალება სამწუხაროდ, ხშირად ხდება
თამარ ჩუგოშვილი - ძალადობრივი დანაშაულებისთვის დაკავებულების შეწყალება სამწუხაროდ, ხშირად ხდება

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საქართველოში შეწყალების პრაქტიკა პრობლემატურია. მისივე თქმით, ძალადობრივი დანაშაულებისთვის დაკავებულების შეწყალება ხშირად ხდება.

„ძალადობრივი დანაშაულებისთვის დაკავებულების შეწყალება სამწუხაროდ, ხშირად ხდება და შემდეგ დამატებით მსხვერპლებს ვიღებთ ქვეყანაში, რაც განსაკუთრებული პრობლემაა. კონკრეტულ შემთხვევებთან დაკავშირებით რთულია საუბარი, მაგრამ ზო​გადად, შეწყალების პრაქტიკა არის პრობლემატური, მსჯავრდებულის შეწყალება არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლება, მაგრამ ამ უფლების ამ მასშტაბებით ასეთ შემთხვევებში გამოყენება, განსაკუთრებით, როდესაც რეციდივებს, დანაშაულის გამეორებას ვიღებთ, არის ძალიან დიდი პრობლემა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

შეწყალების კომისიამ ძალადობრივ დანაშაულზე შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყვიტა.