თამარ ჩერგოლეიშვილმა მამუკა ხაზარაძეს „ჩმორი“ უწოდა

16:34, 05.09.2025

„ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს „ჩმორი“ უწოდა.

აღნიშნულის შესახებ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

„ოპოზიციაში სუფრა გვქონდა გაშლილი და ერთმანეთს ვეხუტუნებოდით, რომ განხეთქილების ვაშლად ხაზარაძე შემოგვიგდო ვერაგმა ბიძინამ. წადი შენი დებილი მასხარა დედაც… ადებილე „ლელოს“ ოფისი შე ჩმორო“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს შეიწყალა. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატიმროდან გაათავისუფლეს, რათა ამით ოპოზიციაში დაპირისპირება მოხდეს. „გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, ე.წ. შავი ნიაღვრის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი