თამარ ჩერგოლეიშვილი - სააკაშვილს ვინც პირდებოდა, ჩამოდი, ასიათასობით ქართველი ციხის კარს მოგლეჯს და სულთნად აგირჩევსო, თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა?
სააკაშვილს ვინც პირდებოდა, ჩამოდი, ასიათასობით ქართველი ციხის კარს მოგლეჯს და სულთნად აგირჩევსო, თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა? – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„სააკაშვილს ვინც პირდებოდა, ჩამოდი და ქუჩაში ასიათასობით ქართველი დადგება, ციხის კარს მოგლეჯს, გაგათავისუფლებს და სულთნად აგირჩევსო (და ამით ულაყებდნენ თავს, წლები) თავად პარლამენტარის მანდატს ვერ ელევა?“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქში“.
ამასთან, სოციალურ ქსელში ჩერგოლეიშვილი კომენტარს აკეთებს „ლელოს“ ფრაქციის წევრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ადეკვატურად დაცვამდე, პარლამენტს ბოიკოტს უცხადებენ.
„ძალიან ძლევამოსილია უზურპირებულ პარლამენტში მოღვაწე დეპუტატების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.
ისეთ დაუმორჩილებელ სულს აღვივებს, ლამისაა რკინის ჯებირები შევჭამო!
დამბურძგლა – პლენარულ სხდომებს გავაცდენო, ლელომ“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.