თამარ ჩერგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან
თამარ ჩერგოლეიშვილი - მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან

მიხეილ სააკაშვილს გადალახული აქვს ის წერტილი, საიდანაც უკან არ ბრუნდებიან, – ამის შესახებ „ტაბულას“ ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„თავის დროზე, სუსტი რგოლები რომ არ ეპოვა ჩვენში და კედელივით დავმდგარიყავით, დაგვეჯახებოდა და მოჯდებოდა. სუსტი რგოლები იპოვა, გაგვარღვია, პარტია დაშალა და ნარჩენს ხელყუმბარასავით იქნევს. მის გადასარჩენადაც სჯობდა, თავისი ვერ გაეტანა! მცირე, მაგრამ მაინც შანსი იყო, აქამდე არ მოსულიყო. არადა, რა საწყენია, რამხელა მემკვიდრეობის ფიგურაა და რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრ გიგა ბოკერიაზე 29 სექტემბერს, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს. მისივე თქმით, ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

ამასთან, სააკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში ის საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.