მიხეილ სააკაშვილი - მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი
მიხეილ სააკაშვილი - მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი

საქართველოში სანამ არ აღვადგენთ ქართულ სახელმწიფოებრიობას, არ გავჩერდები და ვაპირებ უახლოეს თვეებში ჩამოსვლას,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართველ ხალხთან ერთად დაასრულებს ივანიშვილის მმართველობას საქართველოში“.

„მე პოლიტიკოსი არ ვარ, მე ვარ ქართული თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, მე ვარ პატრიოტი ქართველი. ერთხელ გადავკვეთე უკრაინის საზღვარი, როცა ხელისუფლება მემუქრებოდა დაპატიმრებით და უკრაინელმა ხალხმა გამათავისუფლა. მე არ მეშინია საქართველოში ჩამოსვლის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ეს არ არის რევოლუციური სცენარი, არის სცენარი იმისა, რომ საქართველო აღარ მოითმენს დამცირებას“.