თამარ ჩერგოლეიშვილი - გიგას არჩევით ამომრჩეველი ვეღარ ნახავს პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს, ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, დაიცავს მას
თამარ ჩერგოლეიშვილი - გიგას არჩევით ამომრჩეველი ვეღარ ნახავს პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს, ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, დაიცავს მას

გიგას არჩევით ამომრჩეველი ვეღარ ნახავს პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს, ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, დაიცავს მას და ჩემთვის ეს გადამწყვეტია, – ასე ეხმაურება ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩევას. ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„გიგა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.

2018 წლიდან, „ევროპულ საქართველოს“ თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს – იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.

2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში – მართვაში.

დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.

რაც შეეხება მართვას – ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.

ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა – სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.

 

გიგა ევროპული საქართველოს თავმჯდომარე გახდა.

2018 წლიდან, ევროპულ საქართველოს თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის…

Posted by Tamara Chergoleishvili on Saturday, April 10, 2021