„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ასევე ყრილობაზე დაამტკიცეს პოლიტსაბჭო, რომელიც უკვე ყრილობის შემდეგ გამართავს პირველ სხდომას.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად – გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე – აკაკი ბობოხიძე.

როგორც აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, გიგა ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

ამასთან, „ევროპული საქართველო“ პარტიის ლიდერებმა დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ დატოვეს.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, უარს ამბობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეობასა და პარტიის წევრობაზე.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, გიგი უგულავამ კი აღნიშნა, რომ ტოვებს პარტიას, რადგან „გიგა ბოკერიასთან ერთ პარტიაში ყოფნა შეუძლებელი გახდა, ის, რაც მისთვის პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ლამაზად შეფუთული უპასუხისმგებლობაა“.