„თალიბანის” განცხადებით, ყანდაარში თავდასხმის სამიზნე გენერალი სკოტ მილერი იყო
„თალიბანის” განცხადებით, ყანდაარში თავდასხმის სამიზნე გენერალი სკოტ მილერი იყო

ყანდაარში თავდასხმას ბოლო მონაცემებით, სამი მაღალჩინოსნის სიცოცხლე ემსხვერპლა. რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „თალიბანის” წარმომადგენლების განცხადებით, თავდასხმის სამიზნე, ავღანეთში ნატო-ს მისიის ხელმძღვანელი გენერალი სკოტ მილერი იყო. გავრცელებული ცნობით, ის უვნებლად გადარჩა.

მაღალი დონის შეხვედრაზე ცეცხლი ყანდაარის გუბერნატორის დაცვის წევრებმა გახსნეს. ყანდაარის პოლიციის უფროსი და სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ადგილზე დაიღუპნენ. მძიმედ დაჭრილი ყანდაარის გუბერნატორი კი, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. თავდასხმისას დაშავდა კიდევ რამდენიმე პირი, მათ შორის ორი ამერიკელი სამხედრო.