თაკო ჩხეიძე - დროა, ქვეყნის მშენებლობას მივხედოთ და არა ერთმანეთის დაპირისპირებას, სიბოროტეს
თაკო ჩხეიძე - დროა, ქვეყნის მშენებლობას მივხედოთ და არა ერთმანეთის დაპირისპირებას, სიბოროტეს

ნამდვილად ველოდი ამ შედეგს, განსაკუთრებით მეორე ტური იყო ძალიან აქტიური, – ამის შესახებ მოდელმა თაკო ჩხეიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

„მინდა, მივულოცო მთელს საქართველოს. სიმბოლურია, პირველი ქართველი ქალი პრეზიდენტი გვყავს. მინდა, გაერთიანდეს ყველა და ყველას უყვარდეს ერთმანეთი. ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს შუღლი და ბოროტება. ჩვენ ყველას გვიყვარს ერთმანეთი და მგონი, დროა, ქვეყნის მშენებლობას მივხედოთ და არა ერთმანეთის დაპირისპირებას, სიბოროტეს“,- განაცხადა თაკო ჩხეიძემ.

Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.