თაკო ჩარკვიანი - ვფიქრობ, ჩავუშალეთ ბოკერიას გეგმა, შეათრიოს წვრილ-წვრილი, ნათაღლითარი პოლიტიკანები პარლამენტში და შემდეგ მიაცემინოს თავისთვის ხმები
თაკო ჩარკვიანი - ვფიქრობ, ჩავუშალეთ ბოკერიას გეგმა, შეათრიოს წვრილ-წვრილი, ნათაღლითარი პოლიტიკანები პარლამენტში და შემდეგ მიაცემინოს თავისთვის ხმები

სულ ვამბობდი და ვამბობ, რომ ძალა ერთობაშია, შესაბამისად, ამ გაერთიანებას გაერთიანებას არ ვეძახი, მე ვუწოდებ ფსევდო ოპოზიციურ მაგიდას და მაქვს უფლება, რომ ასე ვთქვა, რადგან შეუძლებელია გაერთიანება იდეის გარეშე, ის ყოველთვის დაიშლება, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციური პარტიებისადმი ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოწოდებას და ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის ელოდა, რომ ოპოზიციურ გაფართოებულ მაგიდასთან გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც აუცილებლად წავიდოდნენ  გაერთიანების წინააღმდეგ და ასეც მოხდა.

„აბა გაერთიანება გვინდაო? ასე გვესმოდა მათგან. ამიტომ ვამბობ და ვამბობდი, გიორგი ვაშაძის სავარაუდო პრემიერობა სწორედ მაგიტომ დავაყენე, ახლა ხომ ყველაფერი გამოჩნდა, ლუსტრაცია მომხდარია. დიდი ხანია, დაშლილია, მათ აერთიანებდათ მხოლოდ გეგმა,  ოცდაათწლიანი რამდენიმე ნათაღლითარი ლამობს, რომ საქართველო ისევ იმ წრეზე ატრიალოს. ამჯერად კი, ის ნათაღლითარები აწყობდა ბოკერიას, რადგან საკანონმდებლო ორგანო აირჩევს პრემიერს. ბოკერიამ თავის რეიტინგით კარგად იცის, რომ გარეთ ჩატარებული ვერანაირი კვლევით „ევროპული საქართველო“ ვერ მოხვდება. მან კი თქვა, რომ „ევროპული საქართველოდან“ უნდა იყოს პრემიერი. ერთადერთი გეგმა დარჩა, რომ შეათრიოს წვრილ-წვრილი, პატარ-პატარა ნათაღლითარი პოლიტიკანები და შემდეგ მათ მიაცემინოს თავისთვის ხმები. ეს იყო მისი გეგმა, ვფიქრობ, ჩავუშალეთ, ჯერჯერობით ასე ჩანს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.