თაკო ჩარკვიანი - უფრო დიდი „ბოროტმოქმედება“, ვიდრე ჩერგოლეიშვილს და ბოკერიას აქვთ ჩადენილი სააკაშვილის ჯინაზე, საქართველოს წინააღმდეგ, იშვიათად მომისმენია და მინახავს, ფრთხილად, არ ამომალაგებინოთ
თაკო ჩარკვიანი - უფრო დიდი „ბოროტმოქმედება“, ვიდრე ჩერგოლეიშვილს და ბოკერიას აქვთ ჩადენილი სააკაშვილის ჯინაზე, საქართველოს წინააღმდეგ, იშვიათად მომისმენია და მინახავს, ფრთხილად, არ ამომალაგებინოთ

უფრო დიდი „ბოროტმოქმედება“, ვიდრე ჩადენილი აქვთ ამ წლების განამვლობაში სააკაშვილის ჯინაზე, საქართველოს წინააღმდეგ, იშვიათად მომისმენია და მინახავს, ასე რომ ფრთხილად, არ ამომალაგებინოთ, არ მიყვარს ტალახში ქექვა, – ასე პასუხობს პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი თამარ ჩერგოლეიშვილს, რომელმაც მას ფეისბუქ პოსტის მეშვეობით ბოროტმოქმედი უწოდა.

ჩარკვიანის თქმით, თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ აღარ იციან, როგორ დაანგრიონ და დაბზარონ ოპოზიცია მუდამ, როგორ დააჭუჭყიანონ ადამიანური ურთიერთობები.

„რა დუპლეტკაა, ეს „მიშას კომპლექსით“ შეპყრობილი კაცის ცოლი, ნეტავ რომ მეთქვა „არ მივესალმები ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებას თქო“, რას იტყოდა მაშინ?! პატივს ვცემ და მივესალმები თქო ჟურნალისტს ვუპასუხე „რა აზრი გაქვთო რომ მკითხა“, თორემ იშიმშილე თქო კი არ მითქვამს ?! აღარ იცის ამ დაკომპლექსებულმა ცოლ-ქმარმა როგორ დაანგრიონ და როგორ დაბზარონ ოპოზიცია მუდამ, როგორ დააჭუჭყიანონ ადამიანური ურთიერთობები – ჯერ ნაც.მოძრაობა ხომ გახლიჩეს და გაძარცვეს 2016 წელს, მერე 2018 წელს „ძალაერთობას“ მიადგნენ, რადგან ამ პროექტმა დიდი გამარჯვება მოუტანა ოპოზიციას ( საპრეზიდენტო მეორე ტური), 20 ივნისის შემდეგ სანამ მუხტი არ დააგდეს და არ ჩაშალეს და არ ჩაკლეს ყველაფერი, მანამდე არ მოისვენეს, მერე იძახეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო და არისო (უშიშროების საბჭოს მდივანი კი იყო ბოკერია, მაგრამ მერე რაო?!), შემდეგ საკუთარი პარტია ჩამოიმხეს თავზე, ერთ პროცენტიანები გახდნენ და ეს მხოლოდ პირველობის ავადმყოფური ჟინით, მაგრამ წარუმატებელი მცდელობებია, რადგან ავადმყოფური ბოღმით და სხვა ლიდერის შურით წარმატებას ვერ აღწევს ადამიანი, უნდა გათავისუფლდნენ ჯერ, მაგრამ გვიან არის უკვე, რამდენი ხანია ვამბობ ამ  „დუეტზე“, რომ დასაყრდენია ოლიგარქის მეთქი, ჰოდა თუ არა და აგერ მე და აგერ „ზოგიერთი“. ელენეს კი (ხოშტარიას რაც შეეხება, კვლავ იგივეს გავიმეორებ: მივესალმები და პატივს ვცემ მის თამამ გადაწყვეტილებას, ვღელავ და მიყვარს ელენე).

ამ „ქალს“ კი ვეტყოდი, რომ უფრო დიდი „ბოროტმოქმედება“, ვიდრე ჩადენილი აქვთ ამ წლების მანძილზე სააკაშვილის ჯინაზე, საქართველოს წინააღმდეგ, იშვიათად მომისმენია და მინახავს, ასე რომ ფრთხილად !!!!!!! არ ამომალაგებინოთ, არ მიყვარს ტალახში ქექვა, არ არის ჩემი სტილი, რა გაქვთ ჩადენილი ამის შესახებ მოსაუბრე ადამიანები მოიძებნებიან, მერწმუნეთ, ისინი, ვინც ამ ყველაფერზე ისაუბრებენ!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, 4 ნოემბერს თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ელენე ხოშტარიას პროტესტს მიესალმება და მან შიმშილობასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნულ კომენტარს თამარ ჩერგოლეიშვილი გამოეხმაურა. „ელენე ხოშტარიას პროტესტს მივესალმები“ – ეს დებილი ბოროტმოქმედი! თუ მიესალმები ადექი და იშიმშილე, იმას სამი მცირეწლოვანი შვილი ყავს. სამარცხვინო ხალხია. სამარცხვინო“, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში.

დატოვე კომენტარი