თაკო ჩარკვიანი სააკაშვილს მიმართავს - ბოლომდე შენს გვერდით მიგულე, ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო
თაკო ჩარკვიანი სააკაშვილს მიმართავს - ბოლომდე შენს გვერდით მიგულე, ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო

შევინარჩუნოთ წონასწორობა, ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია, ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის – სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს სახელმწიფო ჩამოშლილია, აღარ არსებობს.

„მოკლედ ასე: შევინარჩუნოთ წონასწორობა…..ხვალ არჩევნებზე და 3 რიცხვში მობილიზაცია ….. ყველაფერი გაანალიზებული აქვს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ თავგანწირვით იბრძვის საქართველოსთვის -სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ანადგურებენ! თქვა, ჩამოვიდა – ჩვენი სახელმწიფო მიტაცებულია, მთელი დღე „გაჰკიოდნენ“ ეს ცრუპენტელები, პრეზიდენტი საქართველოში არ შემოსულაო! სახელმწიფო აღარ არსებობს, ჩამოშლილია, ფეოდალ -ოლიგარქის – ივანიშვილის აგარაკია ჩვენი სამშობლო. ახლა უპირველესია ბრძოლა ღირსებისთვის, მობილიზაცია და დასრულება ამ ბანდიტური ქურდული „ოცნებისა“ !!!!!შევინარჩუნოთ წონასწორობა, საქართველოს ანექსიას და აშენებული სახელმწიფოს დანგრევას არ დავუშვებთ! სააკაშვილმა არავინ შეაწუხა, არავინ, ყველა დაინდო, ვაჟკაცურად, ღირსეულად მოიქცა, ისე როგორც ძლიერ ლიდერებს სჩვევიათ ისტორიულად! ბოლომდე შენს- თქვენს გვერდით მიგულე, იცოდეთ ასიათასობით მხარდამჭერით, პრეზიდენტო, ძმაო და მეგობარო!!! ხვალ ჯერ არჩევნებზე! შემდეგ კი ვიცით, ღირსება რა არის მოქალაქეებმა“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.

ცოტა ხნის წინ, შსს-მ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები გაავრცელა.