თაკო ჩარკვიანი - პირველობის მანიაკური ჯიბრით შეპყრობილი ბოკერიას „ხლართებით“ ძალიან დაიღალა ხალხი, დაამტკიცეს კიდეც და გამოხატეს, გაანულეს, მეტი რა ქნას ხალხმა
პირველობის მანიაკური ჯიბრით შეპყრობილი ბოკერიას „ხლართებით“ ძალიან დაიღალა ხალხი, დაამტკიცეს კიდეც და გამოხატეს, გაანულეს, მეტი რა ქნას ხალხმა, – პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გიგა ბოკერია ოჯახით ერჩის, მაგრამ „ამჯერად „სხვაგან მოხვდა“.
„ჩემი პასუხი (ნასროლ ტალახზე) პირველობის ჟინით შეპყრობილ პოლიტიკურად და „არაპოლიტიკურად“ განულებულ ბოკერიას!
2016 წელს ნაცმოძრაობა პარტია ვინ გახლიჩა, ბოკერიამ, ხო?
მიშას ბრძოლა ვინ გამოუცხადა, ბოკერიამ, ხომ ასეა? ციხის ბუნტი იმ წლებში ვინ მოაწყო, ბოკერიამ, ხომ? (იხ ელენე თევდორაძის ჩვენება, პირდაპირ ღია ეთერი დაადო ხელი) ჩვენებები არის ოჯახების, სადაც წამებაში სდებენ ბრალს. მიშა სააკაშვილის დროს უშიშროების საბჭოს მდივანი ვინ იყო, ბოკერია, ხომ ასეა, აი, პრეზიდენტისთვის ზუსტი ინფორმაცია რომ უნდა მიეტანა და რომ არ აწვდიდა, ის ბოკერია?! ყველა დანაშაულში ბრალი სააკაშვილს ვინ დასდო, ბოკერიამ, ხო?? პუტინის ტყვე მიშა სააკაშვილს დეგრადირებული ვინ უწოდა, ბოკერიამ, ხომ ასეა? ყოვლად სამარცხვინო პოლიტიკოსი ოცნებასთან შეთანხმებული ვინ უწოდა, ბოკერიამ, ხომ ასეა? ჩამოწერილი და სამარცხვინო პოლიტიკოსი სააკაშვილს ვინ უწოდა, ბოკერიამ, ხომ? საინტერესო ის არის, რომ მილიონებს (70 მილიონს თუ არ ვცდები) ბოკერიას ედავება სახელმწიფო და მხოლოდ მას არ მოსთხოვეს პასუხი, როცა გვარამია ავტომობილის გამოყენების (თითიდან გამოწოვილი ბრალდებით) გამო ზის, მიშა „პიჯაკების“ შეთითხნილი საქმის გამო, დიახ, რუსეთთან დაპირისპირებული მესამე პრეზიდენტი, ჩვენდა სამარცხვინოდ ციხეშია, მხოლოდ ბოკერიას არ მოსთხოვეს პასუხი 10 წელია, ხომ ასეა?ახლა ჩვენ მოგვადგა ბოკერია ყველა იმ ადამიანს უკლებლივ, ვინც სააკაშვილს და ნაცმოძრაობას (ბოკერიას მიერ გახლეჩილს და 2016 წელს შესუსტებულს) დავუდექით ბოლომდე, როგორც დასავლური ვექტორის მსხვილ ოპოზიციურ პარტიას. ერთადერთი პროექტი რომელმაც გამარჯვება მოუტანა ოპოზიციას 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში „ძალა ერთობა“ იყო, სწორედ გრიგოლ ვაშაძეს იმ (მეორე ტურის) პრაქტიკულად გამარჯვების გამო დაუპირისპირდა ბოკერია.
და სწორედ ამიტომ ერჩოდა გაერთიანება „ძალა ერთობას“. მეც სწორედ ამიტომ მერჩის ოჯახით, მაგრამ ამჯერად „სხვაგან მოხვდა“, რადგან ვერ ვიტან მოღალატეებს და თაღლითებს, კარიერის გამო რომ „გვამებს“ გადააბიჯებენ, ვერ ვიტან და უკომპრომისოდ ვებრძვი, ჯერ არავის გასვლია თაღლითობა, იმ ამ ბრძოლაშიც იმ ფოლადისგან ვარ, იოლად რომ არ „დნება“ (იუმორით, ცხადია). ისე გეტყვით, რომ ამ პირველობის მანიაკური ჯიბრით შეპყრობილი, უკვე განულებული პარტიით, ბოკერიას „ხლართებით“ ძალიან დაიღალა ხალხი, დაამტკიცეს კიდეც და გამოხატა ხალხმა და გაანულა, მეტი რა ჰქნას ხალხმა. სწორედ მისი „აჩრდილი“ რომ დაინახა ხალხმა ადგილობრივ არჩევნებში, გახსოვთ ალბათ კადრი, ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას წარდგენის დროს მშვენიერი ქალაქის კადრის ფონზე უცებ კადრი გადავიდა და იგივე ფონზე, ბოკერიამ რომ „გამოანათა“ რამზესივით ოღონდ აუხდენელი სურვილებით, იქნებ აქ მაინც დავდგე, რომ მიშას მაგივრად დამინახოს ხალხმაო. (არა, გიგა, „ძვირფასო“, რომ დაგინახონ, სხვა ქარიზმა უნდა გქონდეს და ცოლის სიძულვილის ენის – „აღვირახსნილი ენის“ იმედად არ უნდა იყო პოლიტიკაში, რაიმე უნდა გქონდეს ქვეყნისთვის გაკეთებული და მხოლოდ (ყველა პროცესში) ყველაფრის ნგრევით არ უნდა იყო დაკავებული წლების მანძილზე -20 წლის მანძილზე), მაშინ აღვნიშნეთ კიდეც ეს „უხერხულობა“ და სწორედ ამ ტიპის შეცდომებით ვართ ჭაობში. ავადმყოფური შური ყველას მიმართ და განსაკუთრებით სააკაშვილის მიმართ ამოძრავებს მას და ვერ ასვენებს, მაგრამ არ და ვერ იცის, რომ შური, მხოლოდ მას – ბოკერიას ამოძრავებს და არა ხალხს და დედამიწას. დრო მიდის თავისი ტემპო-რიტმით, არავის სცალია ამ ტიპის კომპლექსებით შეპყრობილი პოლიტიკოსის აუხდენელი ოცნებისთვის-სრულიად არავის, ამ კომპლექსებს ხალხი მკურნალობს ყველაზე კარგად, მიწაზე დაანარცხებს და ფსკერს არ ააცილებს არასოდეს, ზუსტად იციან – ხალხმა ზუსტად იცის, სად არის მათი ადგილი!“ – წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტელეეთერში განაცხადა, რომ „ივანიშვილის შექმნილ კლიმატს პარტიების ნაწილმა მიბაძა, ყველაზე მკაფიო ეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, ადამიანები, ვინც იყვნენ პროპუტინისტური განწყობის, გახდნენ სახე, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, თაკო ჩარკვიანი“.