ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიდევ 40 მგზავრი გადაბრუნებულ ვაგონებშია ბლოკირებული. ავარიის დროს სულ 80 ადამიანი დაშავდა.
მატარებელი რვა ვაგონისგან შედგებოდა. მათგან ხუთი გადაბრუნდა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.