ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა

15:35, 21.10.2018

ტაივანში სარკინიგზო ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიდევ 40 მგზავრი გადაბრუნებულ ვაგონებშია ბლოკირებული. ავარიის დროს სულ 80 ადამიანი დაშავდა.

მატარებელი რვა ვაგონისგან შედგებოდა. მათგან ხუთი გადაბრუნდა. ადგილზე იმყოფებიან მაშველები და დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ.

მსგავსი