ტაისონ ფიური - უსიკის დასანოკაუტებლად შვიდ რაუნდზე მეტი არ დამჭირდება #1TVSPORT
უკრაინელი და ბრიტანელი მოკრივეების ორთაბრძოლა მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ვინაობას გაარკვევს. ოლეკსანდრ უსიკისა და ტაისონ ფიურის დაპირისპირება თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ „ბოშათა მეფემ“ სპარინგის დროს ტრავმა მიიღო და ბრძოლის თარიღი ჯერჯერობით გაურკვეველია.
WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონს, ტაისონ ფიურის მიაჩნია, რომ WBA, WBO და IBF ქამრების მფლობელის, ოლეკსანდრ უსიკის დასანოკაუტებლად შვიდი რაუნდი ეყოფა.
ტაისონ ფიური: „მძიმე წონაში უსიკს მხოლოდ ხუთი ბრძოლა ჰქონდა და სიმართლე გითხრათ, მისი კრივით ვერ მოვიხიბლე. ის უბრალოდ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს – იგებს ბრძოლებს და იღებს ფულს. საკმარისად ძლიერია, რომ „ბოშათა მეფე“ დაამარცხოს? არ მგონია. მის დასანოკაუტებლად შვიდ რაუნდზე მეტი არ დამჭირდება“.
ტაისონ ფიურიმ პროფესიულ რინგზე 34 ბრძოლაში 33 გამარჯვება მოიპოვა, ოლეკსანდრ უსიკს კი 21-დან 21 მოგება აქვს.