ლას ვეგასში გუშინ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC Vegas 11) გაიმართა. დღის მთავარი ბრძოლა კოლბი კოვინგტონსა და ნახევრად საშალო წონითი დივიზიონის (welterweight) ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლის შორის შედგა. კოვინგტონმა უსმანთან მარცხის შემდეგ დამაჯერებელი და საჭირო გამარჯვება იზეიმა. მსაჯს ბრძოლის შეჩერება მეხუთე რაუნდში მოუწია, ტაირონმა ძლიერი ტკივილი მუცლის მიდამოებში იგრძნო და დაპირისპირების გაგრძელება ვეღარ შეძლო.
ღონისძიების დასრულების შემდეგ ვუდლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც დადგინდა, ტაირონს ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება.
UFC-ის პრეზიდეტნმა დანა ვაიტმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ვუდლის მომავალზე ისაუბრა. ვაიტის აზრით, 38 წლის მებრძოლმა კარიერა უნდა დაასრულოს.