ტაირონ ვუდლი 27 მარტს ვისენტე ლუკეს წინააღმდეგ იბრძოლებს
ტაირონ ვუდლი 27 მარტს ვისენტე ლუკეს წინააღმდეგ იბრძოლებს

27 მარტის ქარდს (UFC 260) კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დაპირისპირება დაემატა. ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ტაირონ ვუდლი ვისენტე ლუკესთან იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ESPN-ის ჟურნალისტი ბრეტ ოკამოტო ავრცელებს.

UFC 260-ზე მთავარი სატიტულო ბრძოლა მძიმე წონით დივიზიონში შედგება. ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი ფრენსის ნგანუს კარიერაში მეორედ შეხვდება. გულშემატკივარი 27 მარტს კიდევ ერთ საჩემპიონო ბრძოლას იხილავს. ქვემსუბუქ წონით დივიზიონში მოქმედი ჩემპიონი პეტრ იანი მერაბ დვალიშვილის თანაგუნდელ ალჯამეინ სტერლინგს დაუპირისპირდება.

ტაირონ ვუდლიმ ბოლო ბრძოლა სექტემბერში კოლბი კოვინგტონის წინააღმდეგ გამართა და ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა. მას ზედიზედ 3 წაგება აქვს UFC-ში. მანამდე მან გილბერტ ბერნსთან და კამარუ უსმანთან წააგო.

ვისენტე ლუკეს სტატისტიკა UFC-ში ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება – 12 მოგება და 3 მარცხი. აქედან 11 გამარჯვება ლუკემ ნაადრევად მოიპოვა. ბოლოს მან ნიკო პრაისი დაამარცხა.