გილბერტ ბერნსმა ტაირონ ვუდლი დამაჯერებლად დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა მოითხოვა
გილბერტ ბერნსმა ტაირონ ვუდლი დამაჯერებლად დაამარცხა და სატიტულო ბრძოლა მოითხოვა

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ლას ვეგასის „აპექსის შენობაში“ დღეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პირველი ღონისძიება გაიმართა. ქარდის მთავარი ბრძოლა ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონ ტაირონ ვუდლისა და ბრაზილიელ გილბერტ ბერნსს შორის შედგა. ბევრისთვის მოულოდნელად 5-ივე რაუნდის განმავლობაში სრულ უპირატესობას „დურინიო“ ფლობდა და საბოლოოდ, დამსახურებული გამარჯვება იზეიმა (50-44, 50-44 და 50-45)

„ძალიან გახარებული ვარ. ვიცოდი, რომ ამის გაკეთება შემეძლო. მე ტყუილად არ ვიძახებდი ამ ბიჭებს საბრძოლველად. ვფიქრობ, „ჯიუ ჯიტსუს ბიჭისთვის“ საკმაოდ კარგი პერფორმანსი იყო“, – განაცხადა ვუდლიმ ბრძოლის დასრულების შემდეგ.

ბრძოლის განმავლობაში ვუდლი რამდენჯერმე გადაურჩა მსაჯის ნაადრევ შეჩერებას. მოპოვებული წარმატების შემდეგ ბრაზილიელმა სატიტულო ბრძოლა ისურვა.

„მე მიყვარს ჩემპიონი, ჩემი ვარჯიშის პარტნიორი კამარუ უსმანი, თუმცა ძალიან მსურს ტიტულზე ბრძოლა. მივმართავ დანა ვაიტს, ჰანტერ კემპბელს, შონ შელბის და კამარუ უსმანს. მე ტიტული მსურს. ყველას დიდ პატივს ვცემ, თუმცა ვფიქრობ, რომ მე ამას ვიმსახურებ“.