„თაიმსის“ ცნობით, ჯო ბაიდენმა ევროპაში აშშ-ის ელჩებად პოლიტიკური მოკავშირეების ცოლები დანიშნა
„თაიმსის“ ცნობით, ჯო ბაიდენმა ევროპაში აშშ-ის ელჩებად პოლიტიკური მოკავშირეების ცოლები დანიშნა

„თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ევროპაში ელჩებად პოლიტიკური მოკავშირეების ცოლები დანიშნა.

როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის არიან მასაჩუსეტსის ყოფილი სენატორის, ტედ კენედის მეუღლე ვიქტორია რეჯი კენედი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ავსტრიის ელჩად წარადგინა და ჯეიმი ჰარპუტლიანი, რომელიც ბაიდენის დონორის მეუღლეა და სლოვენიის ელჩადაა წარდგენილი. მანამდე, ბაიდენმა რომში გაერო-ს სურსათის სააგენტოში აშშ-ის წარმომადგენლად დანიშნა ჯონ მაკკეინის ქვრივი სინდი მაკკეინი.

„თაიმსის“ ცნობით, ბაიდენმა ქალი ელჩები შეარჩია ასევე დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ირლანდიაში.

როგორც „თაიმსი“ წერს, პრეზიდენტები პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდამჭერებს ევროპის დედაქალაქებში სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნით ხშირად აჯილდოებენ. დიპლომატიური სამსახურის ასოციაციის ცნობით, 1960-დან 2016 წლამდე დასავლეთ ევროპაში ელჩები ძირითადად პოლიტიკური ნიშნით იყვნენ შერჩეული.