ტაიმაუტის ექსკლუზივი | მერაბ შარიქაძე - ფავორიტად ავსტრალია მიმაჩნია, მაგრამ ფიჯი საკმაოდ სახიფათო გუნდია #1TVSPORT
17 სექტემბერს, რაგბის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების ჯგუფში ერთმანეთს ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ამ თამაშთან დაკავშირებით საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანთან, მერაბ შარიქაძესთან, „ტაიმაუტმა“ ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა:
„ფიჯის ნაკრები იმდენად სახიფათოდ გამოიყურება, წინასწარ ძნელი სათქმელია, რას უნდა ველოდოთ მათგან. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, ჩვენ რომ ვეთამაშეთ, მას შემდეგ ფიჯის ნაკრები ძალიან გაძლიერდა.
ავსტრალიასთან შეხვედრას რაც შეეხება, ფავორიტად ავსტრალიის ნაკრებს მივიჩნევ, მაგრამ შანსი არის, რომ ფიჯიმ მოიგოს და ეს შედეგი სენსაციადაც არ ჩაითვალოს“.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიისა და ფიჯის ნაკრებების შეხვედრა 19:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM102.3) შემოგთვაზებთ.