ტაიმაუტი | მერაბ შარიქაძე - წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს, უნდა მოვინდომოთ და მაგარი თამაში ვაჩვენოთ #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე პორტუგალიის ნაკრებთან ფრედ (18:18) ითამაშა. მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ (რომელმაც პორტუგალიასთან ნაკრებს 50-ედ უკაპიტნა) და მგეზავმა ლუკა მატკავამ თამაში შეაფასეს.
მერაბ შარიქაძე
„ასე ხდება ყოველთვის, როცა შესაძლებლობებს ქმნი, მაგრამ ვერ იყენებ. პირველ ტაიმში შექმნილი შანსების 50 პროცენტიც რომ გამოგვეყენებინა, დიდი ანგარიშით მოვიგებდით.
წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს, ფიჯისთან და უელსთან, უნდა მოვინდომოთ და მაგარი თამაშები ჩავატაროთ.
პორტუგალიას მომატებუული აქვს, არაფრისგან შეუძლიათ მომენტების შექმნა, ბურთს უფრთხილდებიან, რასაც ველოდით ისე ითამაშეს, უკეთესად უნდა გვეთამაშა რიგ მომენტებში და გული მწყდება, რომ ვერ შევძელით“.
ლუკა მატკავა
„დასახულ მიზანს რომ ვერ მივაღწიეთ, ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ, რითიც კარგად ისარგებლა მეტოქემ, თავისი შანსები ხელიდან არ გაუშვა და შედეგს მიაღწია.
დარჩენილი თამაშებისთვის ასმაგად მოტივირებულები ვიქნებით. მართალია, ფიჯიც და უელსიც ძლიერი მეტოქეები არიან, მაგრამ ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ და ამ ორ შეხვედრაში ყველაფერი გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად“.