#ტაიმაუტი | ფოტოს ისტორია - ვარლამ ლიპარტელიანის ზედიზედ მერვე მედალი (ვიდეო)

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საინტერესო რუბრიკაა – „ფოტოს ისტორია“. 15 იანვრის გამოშვება ძიუდოისტ ვარლამ ლიპარტელიანის ფოტოს მიეძღვნა.

„ეს სურათი ქალაქ ყაზანში 2016 წელს არის გადაღებული. ავიღე ზედიზედ მერვე მედალი და მოვიპოვე ევროპის ჩემპიონობა. ძალიან სასიხარულო მომენტი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ  ოლიმპიური წელი გახლდათ. სწორედ მაშინ დავასრულე ასპარეზობა 90 კგ წონაში და გადავედი -100-ში“, – ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ორიოდე დღის წინ დოჰას მასტერსი მოიგო.

დატოვე კომენტარი