ტაიმაუტი | ბრეტ რობინსონი – ქართული რაგბი ნამდვილად იმსახურებს პატივიცემას #1TVSPORT

21:37, 01.07.2026

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბრეტ რობინსონი იმყოფებოდა, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში

პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ თქვენს შესანიშნავ ქვეყანაში. ხუთი დღეა აქ ვიმყოფები, პირველი დღეები ქუთაისში გავატარე, დავესწარი 20-წლამდელთა მსოფლიო თასის თამაშებს. ქართველებისგან ვიგრძენი სტუმართმოყვარეობა. მქონდა კომუნიკაცია რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან, შევხვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მისთვის მადლობის გადახდის შესაძლებლობა მომეცა.

მიხარია, რომ აქ ვიმყოფები, ვესწრები მსოფლიო თასის მატჩებს, რაც არის მსოფლიოში რაგბის განვითარებისთვის ძალიან კარგი პლატფორმაა. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა და მინდა, მათ ამისთვის მადლობა ვუთხრა.

ბოლო 20-30 წლის განმავლბაში საქართველოს რაგბის განვითარებამ აჩვენა რომ, როცა საქმე ეხება მაღალი შესრულების მქონე გუნდს, თქვენი ქვეყანა არის ლიდერი. საქართველოს ეროვნული ნაკრები მუდმივად არის საუკეთესო 20 გუნდს შორის. მონაწილეობას მიიღებს ახალ ტურნირში, რომელიც ამ უქმეებზე დაიწყება, გაისად ითამაშებს ავსტრალიაში მსოფლიო თასზე.

ქართული რაგბი ნამდვილად იმსახურებს პატივიცემას, მან განვითარების მნიშვნელოვანი გზა გაიარა. ამ ტურნირის მასპინძლობა შესანიშნავი შესაძლებლობაა, რათა ახალგზარდა მორაგბეებმა ეროვნულ გუნდთან კავშირი იპოვონ.

საბოლოო ჯამში, ეს თამაში სასიამოვნოა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი შეგრძნების საშუალება გაქვს. ჩემპიონატის ჩატარება შთაგონებას მისცემს მომავალ თაობას, როგორც ქალებს, ასევე კაცებს, რადგან ქალთა რაგბიც დიდწილად არის დაკავშირებული რაგბის მომავალთან.

გასულ წელს ამ კუთხით მონაწილეობის რეკორდი მოვხსენით – დაახლოებით ორმა მილიონმა ქალმა ითამაშა რაგბი და 2030 წლისთვის ვგეგმავთ, ეს რიცხვი 30 მილიონამდე გავზარდოთ. საქართველოც აძლევს საშულებას ქალებს გააქტიურდნენ, ითამაშონ და მიიღონ მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში.

გავეცანი საქართველოს ისტორიას, კულტურას და დავინახე, რომ ბრძოლა ქართველების სისხლშია, სწორედ ასე უნდა ითამაშო რაგბი. გასულ კვირას ვუყურე საქართველოს ნაკრების მატჩს და ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, ბიჭებმა ბოლომდე გაიღეს ყვლაფერი მოსაგებად. ქართული რაგბის მთავარი მახასიათებელი ქართული თამაშის სტილია, შერკინებაში, თქვენ გაქვთ დიდი უირატესობა – ბუნებრივი ძალა, რომელიც თავს იჩენს თქვენს თამაშში.

ჩემი გამოცდილებით, აუცილებელია საუკეთესო ათლეტების იდენტიფიცირება, მათ უნდა ჰქონდესთ შებამისი გარემო და შემდეგ ჩაერთონ უმაღლეს კონკურენციაში. საქართველოს რაგბის კავშირი ამ მხრივ კარგად მუშაობს – ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ შესაძლებლობებს საჭირო ადამიანებს მისცემენ, რათა მათ შეძლონ მაღალ დონეზე კონკურენცია.

 ერთა თასი

ერთა თასის დაფუძნება ჩემთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც ბოლო დროს განხორციელდა. მსოფლიო თასებს შორის ინტერვალში ივსება დღეები და მოთამაშეებს აქვთ საშუალება, მაღალი დონის მატჩები ჩაატარონ, რაც გაზრდის კონკურენციას, აამაღლებს თამაშის დონეს და 2030 წელს უკვე წარამტებულ გუნდებს ექნებათ საშუალება, დაიმკვიდრონ ადგილი 12 საუკეთესოს შორის, იბრძოლონ ტიტულისთვის.

კალენდარული წელი უკვე გაწერილია, რაც ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო თასებს შორის პერიოდში ყველას ექნება თამაშის საშუალება, რისი გარანტიაც აქამდე არ იყო. 12 გუნდი მთელი წელი ითამაშებს და წლის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება. გაზირდება კონკურენცია, რაც დაწინაურება-დაქვეითებაზეც აისახება – არავის მოუნდება, რომ ბოლო ადგილზე დაამთავროს ტურნირი.

მნიშვნელოვანი ასპექტია, 24 გუნდებს მთელი წელი ექნებათ უმაღლეს კონკურენციაში მონაწილეობის შესაძლებლობა, საიდანაც ყველა ქვეყანა მიიღებს სარგებელს.

ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც კი განხორციელდა რაგბიში 1977 წლის შემდეგ.

საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე

მინდა, ქართული საზოგადოება გაერთიანდეს ამ ჩემპოიონატის გარშემო. ყველა ქართველის სურვილია, საქართველოს ნაკრებმა ითამაშოს საუკეთესო 16 გუნდს შორის და თუ იქ მოხვდება, შემდეგ ნახევარფინალი არის ძალიან ახლოს. იმის მიხედვით, როგორი კულტურაც გაქვთ, 16 გუნდში ადგილს დამკვდრება არის ის, რისკენაც საქართველოს ნაკრები შეიძლება ისწრაფვოდეს.

ერთ-ერთი ყევლაზე მნიშვნელოვანი ამბცია, რაც გვაქვს, არის ის, რომ განვავითაროთ თამაში. რაგბის 140-მდე ქვეყანა თამაშობს და ვისწრაფვით, რომ შევქმნათ კარგი პირობები გუნდებისა და მოთამშეებისთვის.

ეს ტურნირები მთლიანად დაფინანსებულია მსოფლიო რაგბის მიერ. შესაბამისად, ჩვენ ვდებთ ინვესტიციას ამ ჩემპიონატის მხარდაჭერაში. ასევე ჩავდეთ ინვესტიციები 70-მდე პროგრმაში, ქალთა რაგბის განვითარებაში, რომელიც არის შესანიშნავი პლატფორმა ამ სახეობის განვითარებისთვის.

წლების შემდეგ, როდესაც საქართველოში დავბრუნდები, მინდა ვნახო, რომ თქვენს ქვეყანაში რაგბი კიდევ უფრო განვითარდა. ვნახო ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებიც რაგბის თამაშობენ. საქართველოს ეროვნულმა გუნდებმა გააგრძელონ მსოფლიო მასშატაბით კონკურენციაში შესვლა. მსურს, რომ საქართველოს ქალთა გუნდიც გააქტიურდეს.

ჩემთვის რაგბი მხოლოდ ციფრებს არ უკავშირდება, ეს არის ჯანსაღი სოციალური გარემოს შექმნა, სადაც ადამიანებს აქვთ იმის საშუალება, რომ გაძლერდნენ და იქცნენ უკეთეს ადამიანებად.

მსგავსი